მისიის პასუხი
გილოცავთ!
თქვენ მიიღეთ ერთი ბონუსი დავალების ვადაზე ადრე გამოგზავნისთვის!
გთხოვთ წეროთ ლაკონურად, არ არის სასურველი ამბის ხელახლა მოყოლა, ასევე გთხოვთ გაგვიშალოთ აზრის დასაბუთება! საჭიროა მეტი არგუმენტით გაამყაროთ პასუხი.
თუ თქვენ გსურთ ვარსკვლავის მოპოვება მაშინ ჩასწორებული პასუხი გამოგვიგზავნეთ 6 თებერვალს 18:00 საათამდე.
გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით,
განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი
პოლიტიკური პარტია
სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „პოლიტიკური პარტია“. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას იღებს 6 პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლი. პროექტი 6 თვიანია და მისი მიზანია: ხელი შეუწყოს რეგიონში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურების მიმართ ცოდნის ზრდას და ამორჩევლებთან მუშაობის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას.
პროექტი 15 ივნისს დაიწყო და 15 დეკემბერს დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში პროექტის მონაწილეებს უწევთ სიმულაციურ პროცესებში ჩართვა.
პოლიტიკური პარტია არის სიმულაციური თამაში, რომლის განმავლობაში მონაწილეები ქმნიან სიმულაციურ პოლიტიკურ პარტიებს, განსაზღვრავენ მის იდეოლოგიურ პლატფორმას, იმიჯს, სტრუქტურას, სტრატეგიასა და საარჩევნო პროგრამას, რათა მოხვდნენ პარლამენტში. მონაწილეები ქმნიან საპარლამენტო არჩევნების სიმულაციას, რომლის განმავლობაში ატარებენ პარტიის ყრილობებს, საარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან, მონაწილეობენ დებატებსა და საარჩევნო შეხვედრებში, იზიდავენ ამომრჩევლებს და ა.შ.
მეტი ინფორმაცია იცილეთ აქ
პროექტი „პოლიტიკური პარტია“ განახორციელა სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა „თაობათა დიალოგი“, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით.
პროექტის მიზანი იყო რეგიონში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებისთვის არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურების მიმართ ცოდნის ზრდა და ამომრჩვლებთან მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა.
პროექტი 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი სამიზნე ჯგუფი იყო რეგინში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზდული ფრთის წევრები და დამოუკიდებელი არაპოლიტიკური პარტიების ახალგაზრდები. პროექტში ჩართული იყო 6 პოლიტიკური პარტია: საქართველოს ლეიბორისტული პარტია, თვისუფალი საქართველო, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ეროვნული ფორუმი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია.ასევე ჩართული იყო 6 არაპოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. პროექტში ჯამში მონაწილეობდა 30 ახალგაზრდა.
„ პოლიტიკური პარტია“ არის სიმულაციური თამაში, რომლის განმავლობაში მონაწილეებმა შქმნეს სიმულაციური პოლიტიკური პარტიები. განსაზღვრეს მისი იდეოლოგიური პლატფორმა, იმიჯი, სტრუქტურა, სტრატეგია და სააღცევნო პროგრამა. მონაწილეებმა შექმნეს საპარლამენტო არჩევნების სიმულაცია, რომლის განმავლობაში ჩაატარეს პარტიების ყრილობები, საარჩვნო შეხვედრები მოსახლეობასთან, მონაწილეობდნენ სატელევიზიო დებატებსა და საარჩევნო შეხვედრებში, იზიდავდნენ ამომრჩევლებს და ა.შ
პროექტის ფარგლებში შეიქმნა 3 სიმულაციური პოლიტიკური პარტია: „ახალი თაობა“,“საქართველოს ლიბერალური პარტია“,“ სოციალ-დემოკრატიული პარტია“. თითოეული სიმულაციური პოლიტიკური პარტია 10 ადამიანისგან შედგებოდა. თითოეულ გუნდში იყო პროექტში ჩართული ექვსივე პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი და აპოლიტიკური პირი. ასევე ჩამოყალიბდა სიმულაციური ცესკო, რომლის თავმჯდომარე იყო ნოდარ ჯიქია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის დამფუძნებელი ქუთაისში.
პროექტის განმავლობაში იმართებოდა შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა პროფესიის მქონე პირები და ესაუბრებოდნენ მონაწილეებს შემდეგ თემებზე: “საარჩევნო კამპანიის წარმოება“, “საარჩევნო პროცედურები“, “არჩევნების დღე“, “ელექტორატთნ მუშაობის სპეციფიკა“, workshop-ი ცესკოს წევრებისთვის, დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებისთვის.
პროექტის ფარგლებში გაიმართა 4 ტელე-დებატი. დებატები გაიმართა შემდეგ თემებზე: „პროგრამები და დაპირებები“, “მოსახლეობასთან შეხვედრები“, “არჩევნებში ჩართულობა", “წინა საარჩვნო დებატები“.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სიმულაციური არჩევნები. გახსნილი იყო სამი საარჩევნო უბანი. არჩევნები ჩატარდა სიმულაციური ცესკოს მეთვალყურეობის ქვეშ. უბნები ჩვეულებრისამებრ დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა. 20:00 საათიდან 23:00 საათამდე სიმულაციური ცესკო არჩევნების პროცესს განიხილავდა და ხმებს ითვლიდა. შედეგებიდან გამომდინარე პარლამენტში უმრავლესობით სიმულაციური პოლიტიკური პარტია „საქართველოს ლიბერალური პარტია“ შევიდა 56,36% ხმით. პოლიტიკურმა პარტია, რომელმაც უმეტესი ადგილი დაიკავა პარლამენტში გამოცხადდა გამარჯვებულად და გუნდს სამახსოვრო პრიზი გადაეცა. სულ არცევნებში 500 მდე ადამიანი იყო ჩართული.
პროექტის მიმდინარეობის პროცესს ადგილობრივი მედია საშუალებები ასახავდნენ: ტვ „რიონი“, მეგაTV, რადიო „ძველი ქალაქი“, www.topnews.com.ge, www.newpress.ge, www.kutaisipost.ge, www.tolerant.ge.