top of page
მისიის პასუხი
გილოცავთ!
თქვენ მიიღეთ ერთი ბონუსი დავალების ვადაზე ადრე გამოგზავნისთვის!
გთხოვთ წეროთ ლაკონურად, არ არის სასურველი ამბის ხელახლა მოყოლა, ასევე გთხოვთ გაგვიშალოთ აზრის დასაბუთება! საჭიროა მეტი არგუმენტით გაამყაროთ პასუხი.
თუ თქვენ გსურთ ვარსკვლავის მოპოვება მაშინ ჩასწორებული პასუხი გამოგვიგზავნეთ 6 თებერვალს 18:00 საათამდე.
გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით,
განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი
ისტორია
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი" (RICDOG) 2005 წლის 23 ნოემბერს ჩამოყალიბდა. თავდაპირველად იგი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის ბაზაზე ფუნქციონირებდა და მისი მთავარი მიზანი გახლდათ რუსული ენის, კულტურის და ლიტერატურის პოპულარიზაცია, სამეცნიერო მუშაობაში ახალი თაობის ჩაბმა, ახალი აზროვნების წახალისება. საწყის ეტაპზე ის სამეცნიერო კლუბის სახელით ფუნქციონირებდა და ხელს უწყობდა დამწყებ მეცნიერებს. სახელწოდება „თაობათა დიალოგი" 2006 წელს შეიქმნა, როდესაც კლუბმა გააფართოვა თავისი მუშაობის არეალი და უნივერსიტეტის ფარგლებს გასცდა. შემუშავდა კლუბის ახალი მიზნებიდა ამოცანები და მან ცალკე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიწყო ფუნქციონირება. კლუბის დამფუძნებლები გახლავთ: კლუბის პრეზიდენტი, პროფესორი- ირაიდა კროტენკო, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ასოცირებული პროფესორი - ნონა ბობოხიძე, კლუბის თავმჯდომარე - ნუგზარ კოხრეიძე. 2007 წლის 13 ნოემბერს კლუბი დარეგისტრირდა სრული სახელწოდებით სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი".
ამ დროის განმავლობაში კლუბის ისტორიას უამრავი ადამიანები ქმნიდნენ. მათ განახორციელეს უამრავი სამეცნიერო კლუბის შეხვედრები მრავალ განსხვავებულ თემებზე. მათ სრულყვეს და ჩამოაყალიბეს ორგანიზაციის სტრუქტურა, მათ გააფართოვეს კლუბის მუშაობის არეალი და გეოგრაფია. მათ დახმარება გაუწიეს უამრავ ადამიანებს ცხოვრების ასპარეზე მყარი ნაბიჯების გადასადგმელად.
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დილაოგი" აგრძელებს თავის მოღვაწეობას იმისათვის, რომ შექმნას კიდევ არაერთი საინტერესო ისტორიის ფურცლები და იმედოვნებს, რომ კიდევ არაერთი საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი დაეხმარება მას ამ კეთილი საქმის განხორციელებაში.
bottom of page