top of page

"არჩევნები"

 

პირველი ტურის არჩევნები

RICDOG-ი საპარლამენტო არჩევნებში, #48 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, არჩევნებს აკვირდებოდა. ჩვენ დავფარეთ 39 უბანი და აღნიშნულ უბნებზე დაყრდნობით გთავაზობთ მოკლე შეფასებას.

 

საერთო ჯამში არჩევნებმა აღნიშნულ უბნებში მშვიდად ჩაიარა. ძირითადად, მხოლოდ პროცედურული დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

კერძოდ,

– კომისიის წევრები თავის კომპეტენციებს კარგად არ იცნობდნენ. დღის პირველ ნახევარში შეინიშნებოდა დაბნეულობა, რაც, ნაწილობრივ დღის მეორე ნახევარში გამოსწორდა.  

– დამკვირვებლის სტატუსის მყოფი პირები ხშირ შემთხვევაში მეტად აქტიურობდნენ ვიდრე კომისიის წევრები. ჩვენი დამკვირვებლების მხრიდან გაფრთხილების მიცემის შემდეგ უბრუნდებონდნენ თავიანთ კომპეტენციებს. ასევე უმრავლეს შემთხვევაში დამკვირვებლების მხრიდან ისმოდა პოლიტიკური მოწოდებები. განსაკუთრებულად გამოირჩეოდა „ალ მედიის“ წარმომადგენლები. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენი დამკვირვებლების მხრიდან გაფრთხლების მიცემის შემდეგ წყვეტდნენ პარტიულ შეძახილებს.

– ხმის დათვლის დროს არ იყო დაცული 2 მეტრიანი დისტანცია, მიუხედავად გაფრთხილებისა ხშირ შემთხვევაში მაინც ირღვეოდა აღნიშნული წესი.

აქვე აღსანიშნავია რამდენიმე ფაქტი:

  • 43-ე უბანზე ჩვენი დამკვირვებლის მიერ 11 ცალი პროპორციულის ბიულეტინი გაუქმდა. გაუქმების მიზეზი იყო ამომრჩევლისთვის ბიულეტინის არასრული ვერსიის მიწოდება – კერძოდ, მათ აკლდათ ბიულეტინში პირველ ადგილზე მყოფი პარტია.

ამავე უბანზე, ყუთის გახსნის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ საკონტროლო ფურცელზე არ იყო ამომრჩევლის მისამართი დატანილი. შესაბამისად, ყუთის გახსნისთანავე  ჩაამატეს პიროვნების საცხოვრებლის მისამართი. აღნიშულზე ჩვენი დამკვირვებლის მხრიდან თავმჯდომარეს მიეცა შენიშვნა და გაფრთხილება, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ახსნა–განმარტებას დაწერდა და ამით არაფერი შავდებოდა.

  • 51-ე უბანზე გაქრა 1 ცალი მაჟორიტარობის ბიულეტინი. აღნიშნული აღმოაჩინა კომისიის წევრებმა და თავად გააკეთეს ჩანაწერი ჩანაწერთა წიგნში. როგორც ჩვენს დამკვირვებელს უთხრეს გადაკეცილი იყო ბიულეტინის დასტის ყრდასთან ერთად. საჩივარი არავის დაუწერია.

  • რამდენიმე უბანზე რეგისტრატორები წინასწარ ამზადებნენ ბიულეტინებს, ხევდნენ და უკეთებდნენ ხელმოწერასა და ადებდნენ ბეჭედს. ჩვენი დამკვირვებლის მიერ მიცემული გართხილების შედეგად გაბათილდა წინასწარ გამზადებული ბიულეტინები და მგავსი შემთხვევა აღარ განმეორებულა.

  • 48–ე უბანზე დაფიქსირდა, რომ დამკვირვებლები 3 პოლიტიკური პარტიიდან პროცესებზე დაკვირვების ნაცვლად ისხდნენ სხვა ოთახში და იღებდნენ ალკჰოლს.

  • 32-ე უბანზე დაფიქსირდა ასაკიანი ქალბატონი, რომელმაც ლაზერი არ დაანათეს იმ მოტივით, რომ იყო მორწმუნე. ვერ ისარგებლა კაბინით, ასაკის გამო და კომისიის წევრებმა მიაწოდეს სკამი. მან კაბინის მიღმა დააფიქსირა თავისი პოზიცია და განათავსა ყუთში. აღნიშნულ ფაქტზე არ დაწერილა საჩივარი. ჩათვალეს საპატიოდ როგორც კომისიის წევრებმა, ასევე დამკირვებლებმა.

  • 59-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარის მხრიდან საარჩევნო უბანზე იყო გამოყოფილი სივრცე დამკვირვებლებისთვის. მონიშნული სივრცის გარდა დამკვირვებლებს გადაადგილების საშუალება არ ეძლეოდათ. ჩვენი დამკვირვებლის მხრიდან თავმჯდომარეს მიეცა შენიშვნა და გაფრთხილება, რის შემდეგაც ჩვენი დამკვირვებელი თავისუფლად გადაადგილდებოდა უბანზე. სხვა დამკვირვებლები განაგრძობდნენ კომისიის თავმჯდომარის მიერ მონიშნულ სივრცეში გადაადგილებას. აღნიშნულზე არ დაწერილა საჩივარი.

  • 117-ე უბანზე გადასატანი ყუთით მოტანილი ყველა ხმა გაუქმდა. ჯამში გაუქმდა 12 ამომრჩევლის ხმა. მიზეზი – რეგისტრაციის სამაგიდო ფურცლებზე კომისიის წევრებს დაავიწყდათ ხელმოწერა. აღნიშნულზე 3 დამკვირვებლის მხრიდან დაიწერა საჩივარი. ასევე, სახალხო დამცველის აპარატი მოვიდა უბანზე და გაეცნო დარღვევას.

 

მეორე ტური

RICDOG-ი საპარლამენტო არჩევნებში, #48 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, არჩევნებს აკვირდებოდა. ჩვენ დავფარეთ 10 უბანი და აღნიშნულ უბნებზე დაყრდნობით გთავაზობთ მოკლე შეფასებას.

შეიძლება ითქვას, რომ ჯამში აღნიშნულ უბნებში იყო მშვიდი, წყნარი და მოწესრიგებული გარემო. შიგადაშიგ ჰქონდა ადგილი პროცედურების უმნიშვნელო დარღვევას, რომელიც დაუყონებლივ მითითებისთანავე სწორდებოდა. კერძოდ,

  • დამკვირვებელი მალავდა ბეიჯს;

  • ყუთის მაკონტროლებელმა ხელით მიაწოდა კონვერტი;

  • დამკვირვებლების მხრიდან კომისიის წევრების საქმიანობაში ჩარევა.

აღნიშნულ არჩევნებზე არცერთი უბანი არ გამოირჩეოდა ამომრჩევლთა აქტიურობით. დღის მანძილზე საათში საშუალოდ 10-50 ამომრჩეველი ფიქსირდებოდა უბნებზე.

გთავაზობთ 5 უბნის მონაცემებს 20:00 საათის მონაცემებით:

  • 40-ე უბანზე დარეგისტრირებული 1527 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 491-მა პირმა;

  • 52-ე უბანზე 628-დან 184-მა დააფიქსირა პოზიცია;

  • 58-ე უბანზე 1465-დან ხმა მისცა 425-მა ადამიანმა;

  • 59-ე უბანზე 1464-დან 386-ი ადამიანი მივიდა არჩევნებზე;

  • 118-ე უბანზე კი 846-დან 292-მა დააფიქსირა პოზიცია.

აღსანიშნავია დამკვირვებელების მხრიდან მათი და სხვისი კომპეტენციების ფლობის დონე. მეორე ტურის არჩევნებში პირველისგან განსხვავებით დამკვირვებლებად იყო რამდენიმე ახალი სახე წარმოდგენილი, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით (მაგ: ალ მედია), რომლებიც არ ფლობდნენ ინფორმაციას მათი ფუნქცია-მოვალეობების შესახებ და შესაბამისად, არც კომისიის წევრების ფუნცქციებზე. ძირითადად ამ მიზეზის გამო ხშირ შემთხვევაში დამკვირვებლების ნაწილი პასიურად იყო ჩართული პროცესში. 10 უბნის მონაცემებით დამკვირვებლები, რომლებიც იყვნენ ახალი სახეები, ნაკლებად ერკვეოდნენ მის ფუნქცია მოვალეობებსა თუ კომისიის წევრების მოვალეობებში. მაგალითად 115-ე უბანზე როდესაც ჩვენი დამკვირვებელი დაინტერესდა თუ რომელ ორგანზიაციას ან პარტიას წარმოადგენდა როგორც დამკვირვებელი, ამ პიროვნებამ დამალა ინფორმაცია და საერთოდ დატოვა საარჩევნო უბანი.

 

bottom of page