top of page
About Us English
О Нас

სცენარი

სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა  „თაობათა დიალოგი“ განახორციელა მოდელირებული პროგრამა „სცენარი“, რომლის მიზანი იყო ხელი შეეწყო მონაწილეებისთვის სტრატეგიული დაგეგმარების, სხვადასხვა პროცესების მოკლევადიანი/გრძელვადიანი პროგნოზირების და რისკებისგან დაცვის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

პროგრამა მოიცავდა ისეთ მიმართულებებს როგორიცა დიპლომატია, კონფლიქტები, კომპანიის განვითარება, პროდუქტის განვითარება, სოციუმის განვითარება და ა.შ.

მოდელირების პერიოდი 20 დღე გრძელდებოდა. სამიზნე ჯგუფი იყო 16 წელს ზემოთ მყოფი პიროვნებები. პროგრამაში მონაწილეობდა 16 ადამიანი.

„სცენარის“ თემა იყო „საქართველო და კონფლიქტური რეგიონები (აფხაზეთი და სამაჩაბლო) 2025 წელს“ .

 პროგრამა სამი ეტაპისაგან შედგებოდა:

პირველი ეტაპი: გაცნობა, გუნდებში გადანაწილება, ზოგადი შესავალი, ამოცანის (სცენარის) გაცნობა.

მეორე ეტაპი: მუშაობა გუნდებში, დისკუსიები თემის ირგვლივ (შეხვედრა სხვა პირებთან), პროგნოზის მომზადება.

მესამე ეტაპი: სამაგიდო რაუნდები, გამარჯვებულის გამოვლენა , შეფასება.

მონაწილეები ორ გუნდად დაიყო და მიენიჭათ როლები როგორიცაა: ფასილიტატორი, სტატისტიკოსი, რისკების ექსპერტი, ანალიტიკოსი, დაგეგმარების ექსპერტი, მოდელირების ექსპერტი, მულტიპლიკატორი, სათადარიგო. გუნდები აყალიბებდნენ სავარაუდო სცენარებს, წერდნენ სამაგიდო რაუნდზე მისაღწევ მიზნებს და შესაძლო შედეგებს. სულ ჩატარდა 3 სამაგიდო რაუნდი. გამარჯვებულად გამოვლინდა ის გუნდი რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა პრგრამის განმავლობაში, ასევე გამოვლინდა ინდივიდუალური გამარჯვებულიც, რომელის თავად  პროგრამის მონაწილეებმა დაასახელეს. პროგრამის ბოლოს შეიქმნა პროდუქტი რომელიც აღწერს მოცულობას, ვარაუდს და შესაძლო რისკებს თემის ირგვლივ. ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატი.

პროგრამის განმავლობაში მოწვეული იყო 2 სტუმარი : ალუ გამახარია და ეკა ფხაკაძე.

პროგრამის ბოლოს მონაწილეებმა შექმნეს დოკუმენტი „საქართველო და კონფლიკტური რეგიონები (აფხაზეთი და სამაჩაბლო) 2025 წელს“

 

bottom of page