top of page

მოხალისეთა კლუბი

 

 

სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი"–ს ერთ–ერთ ამოცანას წარმოადგენს მოხალისეობის განვითარება. ამ მიზნით 2013 წელს ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი პროგრამა სახელწოდებით "RICDOG მოხალისეთა კლუბი". აღნიშნული პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ ამოცანებს და ტრენინგებს. მონაწილეები უშუალოდ ერთვებიან ორგანიზაციის მუშაობაში და წევრებთან ერთად აწყობენ სხვადასხვა აქტივობებს, რომლის პროცესში სწავლობენ და იძენენ მრავალ უნარ–ჩვევებს. პროგრამა ყოველთვის განსხვავებულია და მისი გავლის შემდეგ მონაწილეეები იღებენ სერთიფიკატებს.

Volunteers Club IV

პროგრამის „RICDOG მოხალისეთა კლუბი IV“ მიზანია ქუთაისში მოხალისეობრიობის დამკვიდრება და ხელშეწყობა. პროგრამა სამთვიანია და ამ ხნის მანძილზე “RICDOG მოხალისეთა კლუბის” მონაწილენი ჩაერთვენ ორგანიზაციის მუშაობაში როგორიცაა: ახალგაზრდული აქტივობები, პიარი, სამეცნიერო მიმართულება და ფონდების მოძიება.

პროგრამის კოორდინატორი: მონიკა დოღონაძე

ასისტენტები: ლორენა გაბელია, ციცი ძაძუა, ავთანდილ მიქაუტაძე.

პროგრამის მონაწილეები: მარიამ ჭოლაძე, ლანა თოთაძე, მარიკა სვანიძე, კონსტანტინე დვალიშვილი, თამუნა ნარიმანიშვილი, ნათია ბუენდია, რუსუდან ბარბაქაძე, სალომე ალანია, ინა ისაკაძე, მაგდა მანაგაძე, გიორგი ბასილაძე, მელო ცირეკიძე.

 

პროგრამის განმავლობაში მოხალისეებმა გააკეთეს: ახალგაზრდული სივრცე, აქცია ცხოველების დასაცავად, საქველმოქმედო აქცია საღამო.

bottom of page