მისიის პასუხი
გილოცავთ!
თქვენ მიიღეთ ერთი ბონუსი დავალების ვადაზე ადრე გამოგზავნისთვის!
გთხოვთ წეროთ ლაკონურად, არ არის სასურველი ამბის ხელახლა მოყოლა, ასევე გთხოვთ გაგვიშალოთ აზრის დასაბუთება! საჭიროა მეტი არგუმენტით გაამყაროთ პასუხი.
თუ თქვენ გსურთ ვარსკვლავის მოპოვება მაშინ ჩასწორებული პასუხი გამოგვიგზავნეთ 6 თებერვალს 18:00 საათამდე.
გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით,
განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი
RICDOG Structure.
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG)
RICDOG სტრუქტურის წესები
RICDOG სტრუქტურა განკუთვნილია ორგანიზაციის მოხალისეებისთვის, წევრებისთვის, დამფუძნებლებისთვის და ე.წ. Freelancer-ებისთვის.
სტრუქტურაზე მოცემულია თითოეული პიროვნების კარიერული ზრდის საფეხურები. აღნიშნული საფეხურების გავლა სავალდებულოა RICDOG-ის ყველა წევრისა თუ მოხალისესათვის.
სტურქტურაზე სულ 6 საფეხურია მოცემული.
პირველი: RICDOG Volunteers - მწვანე ფერი. სულ 3 უჯრა.
მეორე: RICDOG Bachelor - ყვითელი ფერი. სულ 12 უჯრა.
მესამე: RICDOG Master - ლურჯი ფერი. სულ 12 უჯრა.
მეოთხე: RICDOG PH.D - წითელი ფერი. სულ 36 უჯრა.
მეხუთე: RICDOG Board - მწვანე ფერი. სულ 36 უჯრა.
მეექვსე: Freelancer
სტრუქტურის ცენტრში არის სახლი, რომელიც განკუთვნილია დამფუძნებლებისთვის.
წესები, რომელიც უნდა დაიცვას RICDOG წევრებმა
-
თითოეულ უჯრაზე დატანილია ნიშანი (ნახატი), რომელსაც აქვს კონკრეტული აღწერა. აღწერის ნახვა შეგიძლიათ იმავე ფიგურის მქონე ბარათზე, რომელიც სტრუქტურის გვერდით არის განთავსებული.
-
თითოეულო წევრი ხელმძღვანელობს აღნიშნული ბარათებით და მასზე დატანილი აღწერებით.
-
თითოეული წევრი ვალდებულია გაიაროს ყველა ნიშანი და შესაბამისად შეასრულოს სტრუქტურაზე დატანილი ნიშნის აღწერილობა.
-
სტრუქტურაზე შეგიძლიათ ნახოთ უჯრა სახელწოდებით „BINGO”, რომელზედაც შედარებით განსხვევბული და უფრო რთული დავალება არის დატანილი. აღნიშუნლი დავალების შესრულების შემთხვევაში წევრს აქვს უფლება გამოტოვოს 6 საფეხური და ავტომატურად გადავიდეს შემდეგ უჯრაში მყოფი ნიშანის შესრულებაზე.
-
თითოეული საფეხურის გავლით ყველა წევრს აქვს შანსი მოხვდეს გამგეობის ჯგუფში.
-
გამგეობის ჯგუფში ვერ მოხვდება წევრი, რომელმაც გამოტოვა რომელიმე „BINGO”-ს უჯრა.
-
წევრი ვერ გადავა შემდეგ საფეხურზე თუ სრულად არ შეასრულა საფეხურში მოცემული ნიშნების აღწერილობები. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ RICDOG PH.D და RICDOG Board საფეხურები, სადაც „BINGO”-ს უჯრა გაძლევთ ავტომატურად 6 საფეხურის გამოტოვების უფლებას. აქვე, RICDOG PH.D და RICDOG Board საფეხურებზე ჯამში სულ გაქვთ 12 უჯრის გამოტოვების საშუალება. თითოეულ საფეხურზე 6-ის. ვინაიდან აღნიშნულ ორივე საფეხურზე არის რამდენიმე „BINGO“-ს (ჯამში 6) ღილაკი ორგანიზაციის გამგეობის წევრები და დამფუძნებლები იტოვებენ იმის უფლებას თუ რამდენი უჯრის გამოტოვების საშუალებას მისცემენ თითოეული „BINGO“-ს შესრულებისას წევრს. აქვე, გამგეობის წევრებისა და დამფუძნებლების მხრიდან აღნიშნული უფლებით სარგებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ზემოთ დაწერილი წესი, რომლის მიხედვითაც წევრს ჯამში 6 უჯრის გამოტოვების საშუალება აქვს. 6-ზე მეტი უჯრის გამოტოვებისა და შესაბამისი დავალების არ შესრულების შემთხვევაში წევრი ვერ გადადის შემდეგ საფეხურზე.
-
RICDOG Volunteers, RICDOG Bachelor, RICDOG Master - საფეხურებზე თითოეული წევრი ვალდებულია თანმიმდევრულად შეასრულოს ნიშნის აღწერილობა. შემდეგი საფეხურები კი გაძლევთ ლავირების საშუალებას. რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ თქვენგანს პირველი „BINGO“-ს უჯრამდე შეუძლია ქაოსურად შეასრულოს ნიშნის აღწერილობები, შემდეგ შეასრულოს პირველი „BINGO“-ს უჯრაში მოცემული აღწერილობა. იმავე მეთოდით შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვა „BINGO“-ს უჯრებთან მიმართებაში. გაითვალისწინეთ, რომ „BINGO“-ს უჯრის წინ მდებარე დავალებების ქაოსურად შესრულება შეგიძლიათ და არა „BINGO“-ს შემდეგ დაწერილი დავალებებისა თუ აღნიშნული „BINGO“-ს ნიშანი ჯერ შესრულებული არ გაქვთ.
-
თუ შემდეგი უჯრის ნიშნის აღწერილობას ვერ/არ ასრულებთ თქვენ რჩებით იმავე საფეხურზე მანამ სანამ არ შეასრულებთ შემდეგი უჯრის ნიშნის დავალებას.
-
წევრი ვალდებულია ორგანიზაციის დამფუძნებლებთან და გამგეობის წევრებთან ერთად აკონტროლოს მის მიერ განვლილი თუ გასავლელი საფეხურები, უჯრები, ნიშნები, აღწერილობები.
-
წევრი თავად ეძებს თავის თავს ორგანიზაციის სტრუქტურულ დაფაზე და შესრულებული ნიშნებიდან გამომდინარე მისივე გადაწყვეტილების მიხედვით ანთავსებს საკუთარ ფოტოს შესაბამის უჯრაზე.
-
უჯრებზე განთავსებული ფოტოების გადაადგილების უფლებას არ იყენებს ორგანიზაციის დამფუძნებლები და გამგეობის წევრები, არ ერევიან წევრის მიერ სუბიექტურად თუ ობიექტურად მიღებულ გადაწყვეტილებაში და ფოტოებს არ უცვლიან ადგილს სტრუქტურის დაფაზე.
-
წლის განმავლობაში ერთხელ RICDOG წევრთა შეხვედრაზე მოხდება წლის შეჯამება, რაც გულისხმობს განვლილ საფეხურებზე საუბარს, წევრების მხრიდან უკუკავშირის მოსმენას, საფეხურების გავლის ხარისხზე საუბარს. წლის შეჯამება წევრს დაეხმარება გადააფასოს ნიშნების მიხედვით შესრულებული აღწერილობების ხარისხი და მომდევნო სამუშაო წლის დაწყებისთვის გადაახარისხოს ან/და შეუცვალოს ადგილი სტრუქტურის უჯრაში განთავსებულ ფოტოს.
-
წევრი ვალდებულია ზედმიწევნით და მკაცრად დაიცვას ზემოთ დაწერილი თითოეული წესი.