მისიის პასუხი
გილოცავთ!
თქვენ მიიღეთ ერთი ბონუსი დავალების ვადაზე ადრე გამოგზავნისთვის!
გთხოვთ წეროთ ლაკონურად, არ არის სასურველი ამბის ხელახლა მოყოლა, ასევე გთხოვთ გაგვიშალოთ აზრის დასაბუთება! საჭიროა მეტი არგუმენტით გაამყაროთ პასუხი.
თუ თქვენ გსურთ ვარსკვლავის მოპოვება მაშინ ჩასწორებული პასუხი გამოგვიგზავნეთ 6 თებერვალს 18:00 საათამდე.
გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით,
განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი
RICDOG Central Bank
რიკი თქვენი წარმატების საზომი ერთეულია!
უკანა მხარე |
---|
500 რიკი |
100 რიკი |
50 რიკი |
20 რიკი |
10 რიკი |
5 რიკი |
RICDOG ბირჟა წარმოადგენს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი"-ს კორპორატიულ თამაშს, რომლის მიზანია ფანდრაიზინგის კულტურის დამკვიდრება ორგანიზაციის წევრებს შორის და მათი საქმიანობის სტიმულირება.
თამაშის ავტორი: ნუგზარ კოხრეიძე
კონსულტანტი: გაგა ჩიხლაძე
ორგანიზაციის წევრები ყოველი თვის 25 რიცხვში ფასდებიან და მათი აქტივობები რიკით (ორგანიზაციის ვირტუალური ფულადი ერთეულით) ფასდება. თამაში გუნდურობაზეა გათვლილი, ვინაიდან გუნდმა უნდა უზრუნველყოს რიკის სტაბილურ ერთეულად შენარჩუნება (რიკის საწყისი ფასი 10 თეთრია). ამავე დროს თამაში ინდივიდუალურიცაა, ვინაიდან ყველა წევრი პიროვნულადაც ფასდება და მათ რიკები ერიცხებათ. რიკები მათ ორგანიზაციაში სერვისების მიღებისთვის სჭირდებათ.
ყოველი თვის 25 რიცხვში ორგანიზაციის გამგეობა ანგარიშს წარადგენს 5 კრიტერიუმის მიხედვით, რომლითან რიკის მიმდინარე კურსი დგინდება.
-
თვის ბიუჯეტის შესრულება - 2530 ლარი - 0,2
-
ორგანიზაციის წევრთა შეხვედრებზე დასწრება (ორგანიზაციის წევრთა სიის 3/4 დასწრება) - 0,1
-
ინიციატივების რაოდენობა (2 ინიციატივა თვეში) - 0,1
-
საგრანტო ინვესტიცია - 0,2
-
კარიერული ზრდა - 0,1 (ორგანიზაციის წევრთა სიის უბრალო უმრავლესობა).
რიკების გამომუშავება შემდეგი საქმიანობით არის შესაძლებელი:
-
პროგრამის ან პროექტის კოორდინატორი - 200 რიკი
-
პროგრამის ასისტენტი - 150 რიკი
-
კონსულტანტი - 100 რიკი
-
ინიციატივა-განხორციელება - 150 რიკი
-
მორიგეობა - 50 რიკი
-
პროექტის დაწერა - 50 რიკი
-
ვარსკლავი - 200 რიკი
-
ტრენინგის, სემინარის, ვორკშოპის ჩატარება - 200 რიკი
-
სხვა განსხვავებული საქმიანობის განხორციელება - 150 რიკი
ასევე შესაძლებელია რიკი შეიძინოთ. რიკის ღირებულებაა - 10 თეთრი.
რიკის გადახდა მოხდება შემდეგ საქმიანობის განხორციელების დროს:
-
საწევრო - 3 ლარი ექვივალენტი რიკში (30 რიკი) (ეჭრებათ ავტომატურად ყოველ თვეში)
-
ყავა-ჩაი - 5 რიკი (ეჭრებათ ავტომატურად ყოველ თვეში)
-
ტრენინგი, სემინარი, ვორკშოპი და სხვა - 100 რიკი
-
თამაშები - 50 რიკი
-
გაცვლითი პროგრამები - 250 რიკი
-
ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა ღონისძიებებში (ტრენინგები, კონფერენციები და სხვა)- 50 რიკი
-
სასწავლო კურსები - 100 რიკი
-
ჯარიმები: (გეჭრებათ ავტომატურად ყოველ თვეში)
-
რეგისტრაცია - 10 რიკი
-
დაგვიანება დანიშნულ შეხვედრაზე - თითო წუთი 1 რიკი
-
მორიგეობის ცუდათ შესრულება - 50 რიკი
-
სტრუქტურით გაწერილი წესების არ შესრულება - 50 რიკი
-
(მორიგეობა) საკუთარი სამუშაო ადგილის, ნივთის, ტექნიკის და სხვა არ მოწესრიგება - 50 რიკი
-
პროგრამის უარყოფითი კოორდინაცია - 50 რიკი
-
ასისტენტობა - 50 რიკი
-
კონსულტანტობა - 50 რიკი