მისიის პასუხი
გილოცავთ!
თქვენ მიიღეთ ერთი ბონუსი დავალების ვადაზე ადრე გამოგზავნისთვის!
გთხოვთ წეროთ ლაკონურად, არ არის სასურველი ამბის ხელახლა მოყოლა, ასევე გთხოვთ გაგვიშალოთ აზრის დასაბუთება! საჭიროა მეტი არგუმენტით გაამყაროთ პასუხი.
თუ თქვენ გსურთ ვარსკვლავის მოპოვება მაშინ ჩასწორებული პასუხი გამოგვიგზავნეთ 6 თებერვალს 18:00 საათამდე.
გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით,
განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი
დროის მანქანა
წარსულის გამოცდილების კვალდაკვალ
„დროის მანქანა“ წარმოადგენს მეთოდს, რომლის მეშვეობით ხდება ინსტორიული (მომავალში იგეგმება სხვა სფეროების დამატებაც) ფაქტებისა და მოვლენების ანალიზი და მათი დანახვა სხვადასხვა ასპექტით.
„დროის მანქანა“ მიზანია შექმნას სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს ისტორიულ მოვლენებზე მსჯელობას და ისტორიული გამოცდილების გაანალიზებას.
ასაკი: 13 +
დრო: 2 საათი
მონაწილეთა რაოდენობა: მინიმუმ 2 - მაქსიმუმ 5
წესები
აღნიშნულ თამაშში სამი ფერის ბარათებია: წითელი, ლურჯი და მწვანე.
ლურჯი ბარათი - ისტორიული ფაქტის ან მოვლენის აღწერა;
წითელი ბარათი - ფუნქციურია და მასზე დანატანილია მიმართულება, რომლის მიხედვით უნდა იმსჯელოს მონაწილემ. ეს შეიძლება იყოს კითხვა ან ფორმა.
მწვანე ბარათი - რიგის გამოტოვება.
მონაწილეებს ურიგდება 3-3 ლურჯი ბარათი.
მონაწილეები 3 ბარათიდან ყველაზე მათვის სასურველ ბარათს ირჩევენ.
თამაში იწყება ნებისმიერი მონაწილის მიერ გამოთქმული სურვილის მიხედვით.
მოთამაშე, რომელიც კითხულობს ფაქტს (ქვემოთ განმცხადებელი) იმ პერიოდში არის წამყვანი.
განმცხადებელი აცნობს მის მიერ ამორჩეულ ერთ ისტორიულ ფაქტს დანარჩენ მონაწილეებს.
დანარჩენი მონაწილეები განმცხადებლის მარჯვენა მხრივ მიმართულებით იწყებენ რიგრიგობით წითელი (მხოლოდ ერთი) ბარათის აღებას.
რიგრიგობით მარჯვნიდან მარცხვნივ მონაწილეები ფუნქციური ბარათის მიხედვით საუბრობენ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ისტორიულ ფაქტზე ფუნქციური ბარათის მიხედვით.
თუ მონაწილემ არ იცის მოყვანილი ფაქტი ან არ შეუძლია ფუნქციური ბარათის დავალების შესრულება ის იყენებს მწვანე ბარათს (გამოტოვება).
მონაწილე, რომელმაც გამოტოვა არ ენიჭება არანაირი სტატუსი.
წითელი ბარათის შეცვლა არ შეიძლება.
თითო მონაწილემ უნდა ისაუბროს მაქსიმუმ 5 წუთი
დანარჩენ მონაწილეებს უფლება აქვთ დამაზუსტებელი კითხვები დაუსვან მოსაუბრე მონაწილეს, მაგრამ არ შეიძლება შეუშალონ ხელი მას.
როდესაც ყველა მონაწილე თავის მოსაზრებას იტყვის განმცხადებლის მოყვანილ ისტორიულ ფაქტზე ან მოვლენაზე განმცხადებელი ირჩევს მისთვის ყველაზე საინტერესო ვარიანტს.
განმცხადებელი ხსნის თუ რატომ აირჩია მოცემული ვარიანტებიდან, რომელიმე და რა იყო საინტერესო მისთვის ამ „ფაქტის“ დანახვაში.
თამაში გრძელდება მანამ სანამ ყველა მონაწილე არ გააჟღერებს ერთ ისტორიულ ფაქტს და არ მოხდება მისი განხილვა.
განცხადებლების რიგითობა მის გვერდით მარჯვენა მხარეს მჯდომის მიმართულებით გადადის.
განმცხადებლის მიერ შერჩეულ ფავორიტს განმცხადებელი გადასცემს სიმბოლოს - ბორბალს.
ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტ ბორბალს დააგროვებს სახელდება „დროის მანქანის“ ოსტატად.
თუ რამდენიმე მონაწილეს ერთნაირი რაოდენობის „ბორბალი“ აქვთ, ყველა მათგანს ენიჭებად შეგირდის სტატუსი.
მონაწილე, რომელსაც 10 ჯერ მიენიჭება შეგირდის სტატუსი, მე-6 ჯერზე ენიჭება ოსტატის სტატუსი.
მონაწილე, რომელიც 5 ჯერ გახდება ოსტატი მე-6 ჯერზე ენიჭება დიდი ოსტატის სტატუსი.
განცხადების ტექსტი
მსოფლიო და საქართველოს ისტორიის მოყვარულთათვის, მათ ვინც ფიქრობს, რომ ისტორია იცის კარგად, ფლობს ოფიციალურ და არა ოფიციალურ ინფორმაციას ისტროიული ფაქტების შესახებ, მათ ვისაც შეუძლია ისტორიული მოვლენა სხვადასხვაგვარად დაინახონ და იმსჯელონ - ამ შესაძლებლობებს „დროის მანქანა“ მოგცემთ.
წარსულის გამოცდილების კვალდაკვალ ჩვენ დროის მანქანის მეშვეობით ვიმოგზაურებთ სხვადასხვა ეპოქაში, ვიმსჯელებთ და განვიხილავთ ისტორიულ მოვლენებს სხვადასხვა ასპექტით და შევეცდებით გავაანალიზოთ ისინი ჩვენი დღევანდელობისა და მომავლის პრიზმაში.
„დროის მანქანა“ წარმოადგენს მეთოდს, რომლის მეშვეობით ხდება ინსტორიული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზი და მათი დანახვა სხვადასხვა ასპექტით.
„დროის მანქანა“ მიზანია შექმნას სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს ისტორიულ მოვლენებზე მსჯელობას და ისტორიული გამოცდილების გაანალიზებას.
ასაკი: 13 +
დრო: 2 საათი
მონაწილეთა რაოდენობა: მინიმუმ 2 - მაქსიმუმ 6