top of page

"RICDOG Training Center"

პროგრამის სახელწოდება:  „RICDOG Training Center“ (RTC)

პროგრამის  მიზანი: სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების საშუალებით მონაწილეებისთვის იმ უნარ-ჩვევების შესწავლა და გამომუშავება, რაც დაეხმარებათ საკუთარი თავის რეალიზებაში და კარიერულ წინსვლაში.

პროგრამის მისია: ისეთი საინფორმაციო გარემოს შექმნა, სადაც მონაწილეები შეძლებენ მათთვის საჭირო უნარების გამომუშავებას. ასევე, საზოგადოებისთვის ინოვაციური გზებით ინფორმაციის მიწოდება.

  პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ქვე–პროგრამები:

  1.  „პიროვნული განვითარების აკადემია“ – მიზანი არის სკოლის მოსაწვალეებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდება. პროექტი 4 თვიანია და იგი ყოველ კვირა დღეს ერთმანეთის პარალელურად სამ საჯარო სკოლაში ტარდება: №1 №2 №32. ტრენინგი ტარდება თემებზე: ეფექტური კომუნიკაცია, პრეზენტაციის ტექნიკა, ჯგუფური და ლიდერული მუშაობა, კონფლიქტების მართვა და პიროვნული განვითარება. თითო სკოლაში ტრენინგს გადის 20 აღსაზრდელი, ჯამში 60 მოზარდი ტრენინგდება. ტრენინგებს ატარებენ: ნუგზარ კოხრეიძე - RICDOG დამფუძნებელი/თავმჯდომარე; გვანცა თოთაძე - RICDOG გენერალური მდივანი, ჟურნალისტი; აკაკი საღინაძე – პროექტის „პიროვნული განვითარების აკადემია“ კოორდინატორი; „პიროვნული განვითარების აკადემია“ არის ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაცია„ სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული პროექტი.

  2.  "One-Time" Trainings - ტრენინგების ციკლი სპეციალურად ორგანიზაციის წევრებისთვის და მოხალისეებითვის გაკეთდა. იგი ორინტირებულია პიროვნული და კარიერული ზრდისთვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებაზე. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ტრენინგები ღიაა და მასში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, წინასწარი ჩაწერით. პროგრამა მშვიდობის კორპუსის მოხალისის ჯილ სიმპსონის ინიციატივით დაიწყო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ტრენინგებს ატარებენ საქართველოში მყოფი მშვიდობის კორპუსის მოხალისეები. ტრენინგები თვეში ერთხელ ტარდება სხვადასხვა თემაზე.

  3.  „გზა დასაქმებამდე“ – პროგრამის მიზანი არის ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერ პოზიციაზე დასაქმებისთვის საჭირო უნარების გამომუშავება. პროგრამის ფარგლებში ტარდება ტრენინგები, ვორქშოპები, სიმულაციური თამაშები. იგი იმართება ორ კვირაში ერთხელ.

  4.  “ფასეულობა“ -  პროგრამის მიზანი არის მონაწილეებში პიროვნული ფასეულობების გააზრება და გაძლირება. „ფასეულობა „ განკუთვნილია ინტელექტუალური და ფილოსოფიური საუბრების მოყვარულთათვის და მათვის ვინც ფსიქოლოგიით არის გატაცებული; იგი იმართება კვირაში ორჯერ.პროგრამის „RICDOG  Training Center“ (RTC) ფარგლებში განხორციელებული ქვე–პროგრამები წარმოადგენს ორგანიზაციის  საკუთრებას და თითოეული მათგანისთვის ტრენინგ მოდულები იწერება სპეციალურად.

bottom of page