top of page
Tamashis wesebi(ufono).png

“სამართალდამცავი”

ზოგადი წესები

 

  1.   თამაშში მონაწილეობს გუნდები;

  2.   გუნდი შედგება მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 7 წევრისგან;

  3.   გუნდი ირჩევს სახელწოდებას;

  4.   გუნდი ირჩევს კაპიტანს და მისი მოვალეობაა:

  • დაარეგისტრიროს გუნდი სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით;  

  • გუნდს არეგისტრირებს კაბინეტში  საიტზე;

  • კაპიტანი იქვე  იღებს დავალებებს;

  • ანხორციელებს გუნდის შეკრებებს;

  • მითითებულ ვადებში წერს კაბინეტში  პასუხებს დავალებებზე.

 

   5.   კაპიტანი პასუხისმგებელია პასუხები დროულად განათავსოს კაბინეტში;

   6.   გუნდის დანიშნულებაა შეაგროვოს რაც შეიძლება მეტი ვარსკლავი და მიაღწიოს მაღალ საპოლიციო წოდებას;

   7.   ერთი დავალების შესრულება 1 ვარსკვლავს უდრის;

   8.   გარდა ვარსკლავებისა გუნდს შეუძლია მიიღოს ბონუსი, რომელიც განსაკუთრებული ან დამატებითი დავალების შესრულების შემთხვევაში მიიღება. ბონუსების მიღების კრიტერიუმი უშუალოდ დავალების აღწერაში იქნება მითითებული;

   9.   თამაში 4 ფაზისაგან შედგება. გამარჯვებული მე-4 ფაზის დავალების შემდეგ საერთო კონფერენციაზე გამოცხადდება;

   10. გუნდი ესწრება ყოველი ფაზის ბოლოს სემინარს, სადაც მომდევნო ფაზის დავალება გაჟღერდება;

   11. ყველა დავალებას შიდა წესები ახლავს, ამიტომ წაიკითხეთ დავალებები ყურადღებით.

 

ყურადღება!!! პირველი დავალება 1 თებერვალს 18: 00 საათზე გამოცხადდება.

       წოდებები!

 

  • პირველ ფაზაში მაქსიმალური ვარსკვლავის დამგროვებელი გუნდი იღებს უფროსი სერჟანტის წოდებას;

  • მეორე ფაზაში მაქსიმალური ვარსკვლავების დამგროვებელი გუნდი იღებს უფროსი ლეიტენანტის წოდებას;

  • მესამე ფაზაში მაქსიმალური ვარსკვლავების დამგროვებელი გუნდი იღებს
    მაიორის წოდებას;

  • მეოთხე ფაზაში მაქსიმალური ვარსკვლავების დამგროვებელი გუნდი იღებს პოლკოვნიკის წოდებას.

დანარჩენი წოდებები: სერჟანტი; უმცროსი სერჟანტი;  ლეიტენანტი; უმცროსი ლეიტენანტი; კაპიტანი; ვიცე პოლკოვნიკი, ნაწილდება სხვა გუნდებზე ვარსკვლავებისა და ბონუსების პროპორციულად.

 

ყურადღება! 5  ბონუს ქულა უდრის 1 დამატებით ვარსკვლავს!!!

bottom of page