მისიის პასუხი
გილოცავთ!
თქვენ მიიღეთ ერთი ბონუსი დავალების ვადაზე ადრე გამოგზავნისთვის!
გთხოვთ წეროთ ლაკონურად, არ არის სასურველი ამბის ხელახლა მოყოლა, ასევე გთხოვთ გაგვიშალოთ აზრის დასაბუთება! საჭიროა მეტი არგუმენტით გაამყაროთ პასუხი.
თუ თქვენ გსურთ ვარსკვლავის მოპოვება მაშინ ჩასწორებული პასუხი გამოგვიგზავნეთ 6 თებერვალს 18:00 საათამდე.
გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით,
განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი
"VALUES"
შემეცნებითი ლოგიკური თამაში “ფასეულობა”
ავტორები: ნონა ბობოხიძე, ნუგზარ კოხრეიძე
თამაშის მიზანია მონაწილეებში პიროვნული ფასეულებების გააზრება და გაძლიერება.
თამაშის თემატიკა:
თამაშის თემატიკა 4 თემას მოიცავს: სიყვარული, მეგობრობა, გარდაცვალება და ცხოვრება.
თამაშის მაქსიმალური მონაწილეთა რაოდენობა: 13 ადამიანი.
თამაშის ხანგრძლივობა: 2-3 საათი.
ციკლური თამაშის (4 რაუნდი) ხანგრძლივობა - 1 თვე.
თამაშის მოკლე აღწერა:
თამაში “ფასეულობა” წარმოადგენს სამაგიდო თამაშის ნაირსახეობას და სიკეთისა და ბოროტების შერკინებას. მონაწილეები მაგიდის ირგვლივ სხდებიან და მოცემული კონკრეტული ფასეულობების (როლების) მიხედვით ნაწილდებიან (მაგ: ჭკუა, უგუნურება და აშ). თამაშის განმავლობაში მონაწილეები საუბრობენ პიროვნების ფასეულობებზე და ღირებულებებზე. თამაში ფსიქოლოგიურია და მოთამაშისგან ინტელექტუალურ და ფილოსოფიურ აზროვნებას მოითხოვს.
მონაწილეები როლებს შემთხვევითი პრინციპით, ბარათების მეშვეობით ინაწილებენ და საიდუმლოდ ეცნობიან. მეზრაპრე (თამაშის წამყვანი) მათ ზღაპარს აცნობს, რომელიც თემატურია. ზღაპარი შეიცავს სიტუაციის აღწერას, პრობლემას, რომლის წინაშეც დგებიან მოთამაშეები. თამაში ოთხი ნაწილისგან (3 განსაცდელი და შეჯამება) შედგება. დასაწყისში მოთამაშეები ეცნობიან ზრაპარს (მოცემულობას) და თითოეული განსაცდელის დროს არჩევანს სამ სხვადასხვა ფასეულობას ან მის განმარტებას შორის აკეთებენ. თამაშში გამარჯვებულია ბოროტება ან სიკეთე (იმისადმიხედვით ვინც უმრავლეობაში დარჩება თამაშის ბოლოს) ან ჯოკერი, რომელიც დამოუკიდებელი მოთამაშეა.
თამაშის 1 რაუნდის ღირებულება 5 ლარი.
მსურველებმა თამაშში მოსახვედრად უნდა გადმოაგზავნონ სურვილის შესახებ შეტყობინება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : ricdog@live.com
გაითვალისწინეთ, აუცილებელია subject-ში მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი და პროგრამის სახელწოდება - „ფასეულობა“.